წელიწადის ყველაზე გრძელი – 21 დეკემბრის ღამე

წელიწადის განმავლობაში ყველაზე გრძელი 21 დეკემბრის ღამეა, თუმცა, ისტორიულად ყველაზე გრძელი ღამე, 1912 წლის 21 დეკემბერს იყო.
დიდი ხანია ცნობილია, რომ დედამიწის ბრუნვა თანდათანობით ნელდება. ეს ხდება მთვარის ზემოქმედების შედეგად, რომელიც არა მარტო ზღვებისა და ოკეანეების მიქცევაზე მოქმედებს, არამედ დედამიწის ზედაპირზეც ახდენს გავლენას. მთელი 4 მილიარდი წლის ისტორიის განმავლობაში დედამიწაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. თავიდან ერთი დღე-ღამის ციკლი 6 საათი იყო და ახლა უკვე 24 საათს გრძელდება, რასაც უნდა ვუმადლოდეთ სწორედ დედამიწის ბრუნვის შენელების პროცესს. ასე, რომ დიდი ხანია, რაც ხდება ჩვენი პლანეტის საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო ბრუნვის შენელება და ეს პროცესი გრძელდება. შეიძლება ლოკალურად აჩქარდეს გეოლოგიური ფაქტორების გამო, რაც ხდება კიდეც ბოლო 40 წლის განმავლობაში. ამის შედეგია ყინულის დნობა პოლუსებზე და პლანეტის მასის შემდგომი გადანაწილება.

კომენტარები

სხვა სიახლეები