რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“უკანასკნელად ფ ე ხ ბ უ რ თ ზ ე!
აღარ ავუშლი ნერვებს არავის – არც იქ და არც აქ!
დიდი ანალიზის შემდეგ, როცა ვერ დავადგინე, რატომ ატყდა ასეთი ბაზარი, თანაც, როცა იცოდნენ, რომ არ ვიყავი სტადიონზე, წარმოვიდგინე ასეთი სურათი:
ვითომ, სტადიონზე სააკას გვერდით ვზივარ!
მეორე დღეს, როგორც ერთ ცნობილ უკანასკნელ მეფაიტონეს, პირველი ხარისხის უმაღლეს ორდენს მომცემდა და ჯიბეში დარჩენილ, სამიოდე წელს რომ მეყოფოდა, იმდენ მაყუთსაც ჩამიჭუჭყნიდა, თქვენ კი შურით გასკდებოდით!
ო, რა შურიანები ვართ ქართველები, რა შურიანები!
ყველა უბედურება: პოლიტიკური, სოციალური თუ ხელოვნების დარგში შურით იწყება და შურისძიებით მთავრდება – არავინ მითხრას, იდეები გვაწუხებსო! შური, მხოლოდ შური და ბოღმა!
ფეხბურთი კი მაინც მიყვარს,
მაგრამ, როგორც მიტინგებზე, არ დავდივარ – ბრბოსი მეშინია.