26 ივლისს ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე სუპერპოპულარულმა რეპერმა Snoop Dogg-მა იმღერა. 25 ივლისს კი შვედეთში გასტროლებზე მყოფი რეპერი დააკავეს ნარკოტიკების მოხმარების ეჭვის ნიადაგზე. “პოლიციამ იეჭვა, რომ სნუპ დოგი, რომელიც მანქანით მოძრაობდა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისი მანქანა გააჩერეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, რათა ნარკოტესტი ჩაეტარებინათ. ინციდენტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა და როდესაც შედეგები ნათელი გახდა, რეპერმა შენობა დატოვა”, – განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა The Guardian-ს.
Snoop Dogg-მა “ინსტაგრამით” მიმართა თავის შვედ ფანებს და წუხილით აუწყა, რომ ამ ქვეყანაში აღარასოდეს აპირებს დაბრუნებას: “წამიყვანეს, ჭიქაში მომაფსმევინეს. ვერაფერი იპოვეს. ჯობია გაგჩხრიკონ და არაფერი აღმოაჩინონ, ვიდრე საერთოდ არ გაგჩხრიკონ. წადით თქვენი დედაც…”.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=O7SV55C62Tk&feature=youtu.be[/youtube]