რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთი მღვდლის “Instagram” პოსტებს იძიებს, რომლებშიც სასულიერო პირი ძვირადღირებული ბრენდების, “ლუი ვიტონისა” და “გუჩის” ტანსაცმელშია გამოწყობილი.
რუსეთის პატრიარქ კირილეს პრესსპიკერის, ალექსანდრე ვოლკოვის თქმით, ასეთი მოუკრძალებელი ცხოვრების სტილი არ უნდა იყოს დამახასიათებელი მღვდლისთვის.
“არ შეიძლება, მხოლოდ დილაობით იყო ეკლესიაში მღვდელი და სადილის შემდეგ, ვინც გინდა ის”, – ამბობს პატრიარქის პრესსპიკერი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
სასულიერო პირის სოციალური ქსელი ამ დროისათვის გაუქმებულია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, პატრიარქი კირილე ძვირადღირებული საათის ტარების გამო გააკრიტიკეს.
სხვა სიახლეები