ძაღლების სადისტურად დახოცვის ფაქტი თბილისის ტერიტორიაზე

2017 წლის 01 ივნისს მოქალაქის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდგორის გზის პირას შემთხვევით აღმოჩენილი იქნა ათამდე დახოცილი ძაღლი და ამ ძაღლის ლეშებთან დაყრილი ოთხი ცოცხალი ლეკვი.
თვითმხილველმა, ბატონმა ა. ა-მ საკუთარი  Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები და ინფორმაცია, რომლის თანახმად თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ დიღმის ბოლოს აღმოაჩინა 10 მკვდარი ძაღლი და 4 ცოცხალი ლეკვი. მან გამოიძახა თბილისის მერიის სამსახური და საპატრულო პოლიცია (ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ “112-დან”).
ფაქტის ფოტომასალა გადაღებულია თვითმხილველის  მიერ 2017 წლის 01 ივნისს

 

 

 

ამ ეტაპზე GSPSA აწარმოებს ინფორმაციების მაქსიმალურ მოძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან” და თვითმხილველისგან.
GSPSA დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სისასტიკე განხორციელებულია ამ ძაღლების პატრონის (პატრონების) მიერ ან მისი უშუალო დავალებით. სავარაუდოთ, ამ ძაღლების უმრავლესობა არის ჯიშიანი. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს ძაღლები იყვნენ ცხვრის ფარის, ან რქოსანი პირუტყვის ფერმის დამცველები,  რომლებიც პატრონმა მოიშორა სადისტური მეთოდით და გადაყარა როგორც ნაგავი. GSPSA ასევე დარწმუნებულია, რომ სისასტიკის ფაქტი განხორციელებულია ერთდოულად ყველა ცხოველზე და ჯგუფურად, ვინაიდან ცხოველების რაოდენობა არის 10 ერთეული.
GSPSA საფუძვლიანი ეჭვი შეაქვს იმ გარემოებაში, რომ ეს შემზარავი ფაქტი  დარჩება უყურადღებოდ და სამართალდამცავი სტრუქტურისაგან გამოძიება შეწყდება, არ მოხდება დამნაშავის დადგენა და მის მიმართ არ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ამ ეჭვის საფუძველს ამყარებს ის გარემოება, რომ პოლიციამ არ ჩაატარა დახოცილი ძაღლების იდენფიცირება, ცხოველების ლეშები არ გადააგზავნა შესაბამის დაწესებულებაში (ლაბორატორია, ვეტერინარული კლინიკა და ა.შ) ექსპერტიზისათვის  სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ცხოველთა ლეშები გადატანილი იქნა “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” სამსახურის მიერ ბეიკერის ორმოში, სადაც მოხდა ლეშების გაუვნებელყოფა და განადგურება. შესაბამისად აღარ შეიძლება არსებობდეს ექსპერტიზის დასკვნა ცხოველების სიკვდილის გამომწვევი მიზეზის თაობაზე. პრაქტიკულად და თეორიულადაც უკვე შეუძლებელია დადგენა ცხოველის სიკვდილის მიზეზზე, ხოლო მიზეზი შეიძლება ყოფილიყო:  ცხოველთა მოწამვლა, ფიზიკური ზემოქმედება, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობა, ცივი იარაღით მკვლელობა,  საკვების და წყლის არ მიწოდება და სხვა.
“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” ინფორმაციით გადარჩენილი 4 ლეკვი გადაყვანილი იქნენ მუნიციპალურ თავშესაფარში.
GSPSA მიმართავს და თხოვს ნებისმიერ პირს, რომ ამ ძაღლების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ მეილზე: info@gspsa.org.ge.  კონფედენციალობა იქნება დაცული.
GSPSA უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავარ პროკურატურას ამ ფაქტის შესახებ საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით.
GSPSA  მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება და პასუხი აგოს დამნაშავემ.

წყარო:http://gspsa.org.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები