“ძალიან ლამაზები ვინც არიან, ისინი ბოროტებიც არიან” – ბორის ბედია ქალების შესახებ

მომღერალი ბორის ბედია ჟურნალ „სარკესთან“ ქალების შესახებ საუბრობს:

“მზეთუნახავს არ ვეძებ. დღეს გოგოებს რომ ვუყურებ, ძალიან ლამაზები ვინც არიან, ისინი ბოროტებიც არიან. ვინც უბრალოდ ლამაზები არიან, ისინი კარგები არიან. აი, ძალიან ლამაზებს თავში რაღაც აქვთ ავარდნილი და ჰგონიათ, რომ ყველაფერი მათ გარშემო უნდა ტრიალებდეს. ასეთი გოგო სიყვარულს არ იმსახურებს. არიან გამონაკლისებიც, მაგრამ – იშვიათად…

მე თუ ცოლს მოვიყვან, მას აღარ უნდა დავშორდე. მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად უნდა ვიყოთ. დღეს ოჯახებს ქმნიან და ერთ თვეში ანგრევენ. ასე რომ მოვქცეულიყავი, მილიარდი ცოლი და მილიონობით შვილი მეყოლებოდა”, – ამბობს ბედია.

წყარო: ჟურნალი “სარკე”

კომენტარები

სხვა სიახლეები