საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს, სავარაუდოდ, წელიწად–ნახევრის შემდეგ დავუბრუნდებით.
„ცხოვრების იმ ჩვეულ რიტმს, როდესაც ერთად ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა პირბადე, დავდიოდით, ვმოგზაურობდით და ა.შ. კაცობრიობა, ჩემი პირადი გათვლებითა და პროგნოზით, დაუბრუნდება, დაახლოებით, ერთ წელში, წელიწად-ნახევარში“, – განაცხადა გამყრელიძემ.