„ცოცრიანი მანდატური“ ფარულავასა და სუარის დაშორებას აპირებს: „ია ფარულავასთან სექსი მინდა“
როიალზე ცოცრით დამკვრელი ტომას ჯალაკი (ჯალაღონია) „ნიჭიერის“ შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდა.
ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ კონკურსზე გამოსვლისას ენა ია ფარულავას იმიტომ გამოუყო, რომ ძალიან სექსუალური ქალია.
„ეს იყო სიგნალი, რომ მე მასთან სექსი მინდა! სწორედ ამის იმიტაცია გავაკეთე ჩემი ენით. ზოგადად სექსუალური და ეპატაჟური ბიჭები, როგორიც ვარ მაგალითად მე, ასეთი ხერხით ვაბამთ ლამაზ, ინტელექტუალ ქალებს, თუმცა ბევრი სხვა ხერხებიც ვიცით“, – აცხადებს კონკურსანტი.
რაც შეეხება იმას, რას ფიქრობს იას ქმარზე, ჯალაკი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ეს არ ადარდებს.
„ტარიელი არ არის პირველი და უკანასკნელი იასთვის. თუ ერთად არიან, მალე აღარ იქნებიან, ამის პირობას მე გაძლევთ. ამ ინტერვიუს შემდეგ გამომეხმაურება ია, რადგან ასე არავის უსაუბრია მასზე თამამად. ცოტა შეიძლება გაბრაზდეს კიდეც, მაგრამ ეს ბუნებრივია. ის გაბრაზებული უფრო საყვარელია. როგორც რეჟისორს, ამის ფინანსური საშუალება რომ მქონდეს, სერიოზულ სცენარს დავწერდი იასთვის და სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან თამამ სცენას, მაგრამ რატომღაც სძინავთ ამ ქართველ შეძლებულ რეჟისორებს“, – აცხადებს ჯალაკი.
წყარო: რეიტინგი