ლეგენდარული კალათბურთელისა და მისი 13 წლის ქალიშვილის გარდაცვალებას ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა პატივი საკუთარი ნახატით მიაგო.
სოციალურ ქსელ Instagram–ზე ბერა ივანიშვილმა თავისი ძმის ნამუშევარი გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ NBA–ს ვარსკვლავი, კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი, კალათბურთელის პირადი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალნენ. მომხდარმა მსოფლიო შეძრა.