ცოლმა ქმარს ღალატზე მიუსწრო, ამის გამო მის განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა. ის ავტომობილს თავს დაესხა, სადაც ქმარი და მისი საყვარელი ისხდნენ და მთელი ძალით ურტყამდა და ეჯაჯგურებოდა ავტომანქანას.
თვითმხილველებს კი სხვა რა საქმე ჰქონდათ, იმის გარდა, რომ ეს უცნაური ინციდენტი თავიანთ ტელეფონებზე აღებეჭდათ.
შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ნანკინში მოხდა. კადრებში ჩანს, როგორ ზის ქალი შავი „აუდის“ კაპოტზე და მთელი ხმით ყვირის -„გამიღე კარი, შენი საყვარელი უნდა დავიჭირო! გამიღე კარი!“ მისი მოწოდებების მიუხედავად, მანქანა სვლას აგრძელებს და მხოლოდ გზაჯვარედინზე ეყო, როგორც ჩანს, მოღალატე ქმარს იმის ნებისყოფა, რომ გაჩერებულიყო და კარი გაეღო. ამის შემდეგ მამაკაცი მანქანიდან გადავიდა და ცოლ-ქმრის ხელჩართული ჩხუბი უკვე გზის პირას გაგრძელდა. „შენ თქვი, რომ სახლს ვიყიდით. გუშინ ერთად ტელევიზორს ვუყურებდით, დღეს კი უკვე საყვარელთან ერთად ხარ?!“ – ყვიროდა გამწარებული ცოლი.
როგორც ჩანს, ქმრის საყვარელს ლანძღვა-გინება არც თვითმხილველებისგან დააკლდა. საბოლოო ჯამში კი, ამ „დრამის“ სამივე მთავარი გმირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.