რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა, სექსუალური კავშირის დამყარების შემდეგ კი ცოლად მოყვანაზე უარი განუცხადა.
ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ადვოკატის მიერ გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა პროკურორის მოთხოვნით დაიხურა. წარსულში ნასამართლევმა 30 წლის მამაკაცმა 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი არ აღიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მომხდარზე გამოძიება სსკ 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.
დაკავებულს თავისუფლების 7-დან 9 წლამდე აღკვეთა ემუქრება.