ცნობილი ჰიტის, “ლამბადას” შემსრულებელი, ბრაზილიელი მომღერალი ლოალვა ბრაზი გარდაიცვალა. 63 წლის მომღერალი რიო-დე-ჟანეიროში, საკუთარ სახლთან ახლოს, დამწვარ ავტომობილში იპოვეს.
ლოალვა ბრაზს საყოველთაო აღიარება 1989 წელს ფრანგულ ჯგუფ “კაომასთან” ერთად ჩაწერილმა, ყველასთვის ცნობილმა ჰიტმა “ლამბადა” მოუტანა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=iyLdoQGBchQ[/youtube]