ცილისწამება თუ ფიზიკური ანგარიშსწორება სამღვდელოებაში? – რა განცხადებას ავრცელებს რუსთავის ეპარქია (ვიდეო)
რუსთავის ეპარქია ბერი გაბრიელის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
,,გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე, საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი,”- წერია რუსთავის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე.