ჩინელმა ბიჭმა გამოცდის ჩასაბარებლად 4,8 კილომეტრი ყინვაში ფეხით გაიარა

8 წლის ბიჭმა ჩინეთის ერთ-ერთი სოფლიდან სკოლამდე, გამოცდის ჩასაბარებლად 4,8 კილომეტრი გაიარა.
Daily News- ის ცნობით, ვანგ მანფუმ -9 გრადუს ყინვაში იარა და სკოლაში მისულს ყველაფერი ყინულითა და თოვლით ჰქონდა დაფარული.
სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა, რომ მისთვის სურათები გადაეღო და ეს ამბავი ინტერნეტ სივრცეში მოეყოლა.
ამბის გავრცელების შემდეგ, ხალხმა სკოლას 15 000 ამერიკულ დოლარზე მეტი, გამათბობელი საშუალებები და თბილი ტანსაცმელები გაუგზავნა.
ვანგ მანფუ „დიდ ბედნიერებას“ ნიშნავს, თუმცა ბიჭი ბედნიერად სულაც არ ცხოვრობს. ის უკიდურესად ღარიბი ოჯახიდანაა. ბებიასთან და უფროს დასთან ერთად ცხოვრობს და მშობლებს იშვიათად ნახულობს, რადგან ისინი ქალაქში მუშაობენ.
„მე მიყვარს სკოლა, რადგან ლანჩზე პურსა და რძეს გვაძლევენ. ასევე, ბევრ საინტერესო რამეს გვასწავლიან,“– განაცხადა ვანგმა.
ვანგის ოჯახისა და სხვა ღარიბი ოჯახებისთვის 68 ათასი დოლარი შეგროვდა. სოციალურ ქსელში ვანგს “ყინულის ბიჭი” შეარქვეს.

წყარო:http://1news.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები