ჩინელი ექიმი, რომელიც მსოფლიოს დეკემბერში კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა, ამავე დაავადებით გარდაიცვალა
ლი ვენლიანი – ჩინელი ექიმი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ დეკემბერში აფრთხილებდა. მედიკოსი ამავე ვირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
არსებული ცნობის მიხედვით, ვენლიანმა კოლეგები თავდაპირველად მოსალოდნელი ვირუსის შესახებ ადგილობრივი სოციალური ქსელის მეშვეობით გააფრთხილა. ამის გამო, ის სამართალდამცავ უწყებაში დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს, შედეგად კი გაფრთხილება მისცეს.
ექიმი კორონავირუსის სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში 12 იანვარს მოათავსეს, 1–ელ თებერვალს დადასტურდა, რომ მას სწორედ აღნიშნული ვირუსი ჰქონდა.