ჩიზქეიქი

ინგრედიენტები: 1 კგ. ნაღების ყველი;
120 გრ. კარაქი;
250 გრ. ფხვიერი ნამცხვარი;
200 გრ. შაქარი;
5 ც. კვერცხი;
3 ს.კ. არაჟანი;
3 ს.კ. ფქვილი;
1 ჩ / ვანილის ექსტრაქტი;
ხილი.
მომზადების წესი: ნამცხვარი დავფხვნათ, გამდნარი კარაქი მოვასხათ და კარგად ავურიოთ. ეს მასა საცხობ ფორმაში გადავიტანოთ (26 სმ. დიამეტრის), ძირზე თანაბრად გავანაწილოთ ისე, რომ ოდნავ გვერდებზეც ამოვიდეს და მაცივარში შევდგათ.
მოვამზადოთ კრემი შემდეგნაირად: შაქარი და ნაღების ყველი ავთქვიფოთ, კვერცხები სათითაოდ დავამატოთ. ბოლოს არაჟანი, ფქვილი და ვანილი დავუმატოთ.
მიღებული მასა დატკეპნილ ძირს დავასხათ და 180 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში შევდგათ 40-45 წუთით. ბოლოს ხილით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები