ჩვილი სპირალით ხელში

​აშშ-ში ბავშვი გაჩნდა, რომელსაც ხელში ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალი ეჭირა. ამის შესახებ გამოცემა “The Metro” იუწყება.
​ბავშვის დედა ამბობს, რომ ეს მესამე სპირალი იყო. ორმა ის ჩასახვისგან დაიცვა. მესამე სპირალი მან აგვისტოში ჩაიდგა, დეკემბერში კი გაიგო, რომ ორსულადაა.
სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, თუ სპირალი სწორად არის დაყენებული, ის სქესობრივი აქტის 99%-ის შემთხვევაში, ჩასახვის საწინააღმდეგოდ ეფექტურია. ამასთანავე, თუ ის მენსტრუალური ციკლის პირველი ხუთი დღის განმავლობაშია დაყენებული, ქალს ორსულობისგან მაშინვე არ დაიცავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები