“ჩვეულებრივი მოქალაქის “ბულინგი” ბულინგია და თუ ეკრანზე ჩანხარ, ვალდებული ხარ, გაუძლო ყველაფერს?” – ქრისტინე იმედაძე ბადურაშვილის ბოდიშს ეხმაურება

მომღერალ ნინი ბადურაშვილის მიერ ფეისბუქმომხმარებლის მიმართ ბულინგს საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც მას ბოდიშის მოხდა მოუწია. „ვაღიარებ, ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო“ – დაწერა ბადურაშვილმა,
რასაც სოციალურ ქსელში ასევე მომღერლის, ქრისტინე იმედაძის სტატუსი მოჰყვა:
“ეს პოსტი არ ეხება იმ კონკრეტულ გოგოს
(რომელსაც უკვე ბოდიში მოუხადა ნინიმ),
ზოგადია!
მე უბრალოდ კითხვა მაქვს … კლიპი ან გადაცემა არ მაქვს დადებული, რომ წამებში ან ვირი ვარ ან ცხენი, ჩოჩორი, ძროხა და რა შეფასება აღარ წამიკითხავს ჩემს თავზე … იმ დანარჩენ, მთავარ სიტყვებს არ დავწერ (მაინც ბავშვებიც არიან სოც ქსელში).
მაგ დროს სად ხართ ხოლმე ეგ დამცველები?
ეს “ბულლინგი” – ს კანონები “ცნობადებზე” არ ვრცელდება?
თუ გგონიათ, რომ ვიღაცამ სიმღერა, მოდელობა, წამყვანობა ან მსახიობობა გადაწყვიტა, ცხოვრებაში აუცილებლად სპეციალური ნერვები მოჰყვება?
გულწრფელად მაინტერესებს ჩვეულებრივი, მოქალაქის “ბულინგი” ბულინგია და თუ ეკრანზე ჩანხარ, ვალდებული ხარ, გაუძლო ყველაფერს?
…. უბრალოდ, მინდა, ვიცოდე, რატომ არ ტყდება პანიკა, როცა ჩვენს გარეგნობას, ჩვენს შვილებს, ოჯახებს ან ოჯახის გარდაცვლილ წევრებს ეხებიან….
აბა, გუშინ რამდენი დაფიქრდით იმაზე, რომ იქნებ მერამდენე დაუმსახურებელი შეფასება წაიკითხა, რომ გულმა არ გაუძლო ერთი შეხედვით თითქოს არგასაბრაზებელ კომენტარზე…
ადამიანები ვართ ჩვენც… და ყოველთვის არ ვართ მზად, მივიღოთ “რაღაცები” …
კარგია, ეს გვერდში დგომა რომ ვიცით, მაგრამ ცუდია, თუ ყველაზე არ ვრცელდება…”, – წერს იმედაძე.

შეგახსენებთ რომ ნინი ბადურაშვილი  გადაცემა “კაცებს” სტუმრობდა. ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ერთ–ერთ ვიდეოზე კრიტიკული კომენტარის ავტორს მომღერალმა ვიზუალი დაუწუნა და დასცინა:

„ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, – დააკომენტარა facebook მომხმარებელმა. მას ნინი ბადურაშვილმა გარეგნობაზე მიუთითა და დაწერა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”.

კომენტარები

სხვა სიახლეები