“კვირა +” გთავაზობთ მსახიობ კიანურ რივზის მორიგ ემოციურ პოსტს, რომელმაც სოციალურ ქსელში ემოციის ქარიშხალი გამოიწვია. პოსტი ფეისბუქის მილიონობით მომხმარებელმა აიტაცა. “ხედავთ ხალხს ჩემს უკან? ისინი სამსახურში მიიჩქარიან და ყურადღებას არაფერს აქცევენ. ზოგჯერ, იმდენად ვართ გართული ყოველდღიურობით, რომ ვერ ვტკბებით ცხოვრების მშვენიერებით. ჩვენ ზომბებს ვგავართ. თავი ასწიეთ თქვენი სმარტფონებიდან, მიესალმეთ შემხვედრს და ჩაეხუტეთ მას, ვინც გულნატკენად გამოიყურება. დაეხმარეთ ვინმეს. ყოველდღე ისე უნდა იცხოვროთ, თითქოს ეს უკანასკნელი დღეა. ის, რაც ხალხმა ჩემზე არ იცის, ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ დეპრესია მქონდა. ეს არავისთვის მომიყოლია, მე თავად დავამარცხე დეპრესია. ადამიანი, რომელიც ბედნიერად ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა, მე თავადვე ვიყავი. თითოეული დღე ძვირფასია და ამიტომ უნდა დავაფასოთ. ხვალინდელი დღე არ არის გარანტირებული, ასე რომ, იცხოვრე დღეს!”