ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ, რომელიც გადაცემა “შორენას ეფექტი” -ს სტუმარი გახლდათ, ქმართან ურთიერთობასა და ნდობაზე ისაუბრა. “როცა ის გარეთ გადის ბევრი ქალი ეპრანჭება, ასევე, წერენ სოციალურ ქსელშიც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რამაზი არ მიღალატებს.
საერთოდ, მგონია, ეჭვიანობა იმას ნიშნავს, ერთხელ, მეორედ, მესამედ თავს რომ ტყუილად გამართლებინებენ, მეოთხეჯერ უბრალოდ მოგინდება, მოდი, დავაშავებ და ისე ვიმართლებ თავს…
რამაზი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ყველაფერს ადრე მორჩა, ახლა კი, როცა ოთხშვილიანი ოჯახი ჰყავს, ამბობს – „საქართველოს უნდა გავუზარდო შვილები… არც პროფესორი ვყოფილვარ, არც პოლიტიკოსი, ჩემპიონი ვარ და ჩემი გავაკეთე უკვე. ახლა მინდა, ჩემი ცოლის მეშვეობით, საქართველოს კარგი შვილები გავუზარდო… ამაში ვხედავთ მომავალს…“ , – ამბობს სიჭინავა.