„ჩემი დის სექსუალურ ვიდეოს არასოდეს ვნახავ“

კინომსახიობის, პამელა ანდერსონის და მისი ქმრის, ტომი ლის სექსუალურმა კადრებმა მსოფლიო აალაპარაკა. პამელა ანდერსონი, სერიალ „მაშველებიში“ თამაშის გარდა, პარალელურად play boy-სთვისაც იხდიდა. ასევე ითამაშა რამოდენიმე პორნო-ფილმშიც. დევიდ ჰასელჰოფი და პამელა ანდერსონი დიდი ხნის კოლეგები და მეგობრები არიან. პამელა, დევიდს პარტნიორობას 1989 წლიდან უწევს. ჰასელჰოპს ჰკითხეს, ნანახი ჰქონდა, თუ არა მეგობრის თამამი ვიდეო.12512757_10207313701858501_831819495444219285_n
„ეს იგივე იყო, რომ ჩემი ცელქი დისთვის მეყურებინა. ვიდეოს ნახვისგან თავი შორს დავიჭირე. თქვენ უყურებდით?“,- კითხვაზე კითხვით უპასუხა მან people-ს ჟურნალისტს.
„არ არის საჭირო, ყველაფერი გაიგო და მოისმინო“, – აღნიშნა საუბრის დასასრულს ამერიკელმა მსახიობმა. ჯერ მაკარტნის, რომელიც ანდერსონთან „ძალიან საშიშ კინო 3“-ში თამაშობს, დევიდისგან სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს. „პამელა მეორედ შემიყვარდა, მაპატიე დევიდ ხომ იცი, რომ გიჟი ვარ“. პამელა ანდერსონი დაქორწინებული იყო ტომი ლიზე 1995-1998 წლებში. ქმარს მსახიობი, „ცხოვრების სიყვარულად“ მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ დაუვიწყარი სამი წელი გაატარა ტომისთან. პამელა მხოლოდ 4 დღე იცნობდა მას, სანამ ცოლად გაყვებოდა. წყვილს 2 ბავშვი ჰყავს. „მე ბედნიერი ვარ, შვილები მაშინ გავაჩინე, როდესაც ჩემი და ტომის სიყვარული ზენიტში იყო“, – აღნიშნა მედიასთან პამელამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები