ჩარლი შინი შიდსზე არატრადიციული მეთოდებით მკურნალობს

მსახიობმა ჩარლ შინმა, რომელსაც შიდსის დიაგნოზი დაუსვეს, თაყვანისმცემლები გააკვირვა. ერთ-ერთი გადაცემის ეთერში შინი მოყვა, რომ კლასიკურ მკურნალობაზე უარი თქვა და ყველანაირი სამკურნალო აბების მიღება შეწყვიტა.

მან გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტი ჩაატაროს. ჩარლი შინმა მკურნალობის კურსი მექსიკაში არატრადიციული მეთოდებით მკურნალთან გაიარა. მკურნალი აივ ინფექცია – შიდსთან ბრძოლოს საკუთარ მეთოდებზე მუშაობს და საავტორო სამკურნალო მეთოდის შექმნას ცდილობს.

„მე უკვე ერთი კვირაა, აღარ ვიღებ დანიშნულებას. ვრისკავ თუ არა ჩემი სიცოცხლით? რა თქმა უნდა, ვრისკავ, მაგრამ მერე რა. მე დავიბადე იმისთვის, რომ მოვკვდე. ამიტომ არ მთრგუნავს და არ მაშინებს ეს რისკი“, – აღნიშნა ჩარლი შინმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები