“ჩამოწერეთ სურვილები, მიზნები..”-ხვალ ჩინური ახალი წელია

ხვალ, პირველ თებერვალს, 09:45 წუთზე ჩინური ახალი წელი(ვეფხვის წელი) შემოდის. ამის შესახებ, ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ცალ-ცალკე რომ არ გიპასუხოთ, გახსენებთ, ხვალ, 1 თებერვალს, 09:45 წუთზე, ახალმთვარეობა გვაქვს და იწყება ვეფხვის წელიწადი ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით! (4 თებერვალს იცვლება წლის მმართველი, მზის კალენდრით)

შეგიძლიათ ჩამოწეროთ სურვილები, მიზნები და სწორედ ამ დროს წარმოთქვათ საკუთარ თავში დარწმუნებულად, მტკიცედ… თავდაჯერებულად)) ანუ მისცეთ მომავალ წელს სამოქმედო პროგრამა, აიღოთ გეზი. შეგიძლიათ სურვილებს გვერდით ასრულების თარიღებიც მიაწეროთ ( შემდეგ დაკეცეთ ფურცელი და კარგად შეინახეთ)

განეწყეთ, შეიქმენით შინაგანი მზაობა თქვენი მიზნების განხორციელების მისაღებად …გააკეთეთ შესაბამისი ვიზუალიზაცია, გქონდეთ რწმენა, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია, დაიწყეთ სვლა საჭირო მიმართულებით და ასეც იქნება!))

ბედნიერ, მსუბუქ და იღბლიან, მშვიდობიან წელს გისურვებთ თქვენც და მთელ სამყაროს !)
სიკეთე გქონდეთ !)

ქეთი ვაწაძე”

კომენტარები

სხვა სიახლეები