შტუტგარტის სკოლებში ლგბტ თემის შესახებ სწავლების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა (ვიდეო)

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში სკოლის პროგრამაში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ახალი პროგრამის შეტანის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა „ქორწინებისა და ოჯახისთვის“ აქტივისტები. მათი მოწინააღმდეგეები – ლგბტ აქტივისტები აქციისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ.
პოლიციასთან შეტაკების დროს 18 ადამიანი დაშავდა. „ქორწინებისა და ოჯახისთვის“ აქტივისტები სკოლაში ბავშვების სექსუალიზაციის წინააღმდეგ გამოდიან.
„ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სკოლაში საკუთარი იდეოლოგიის დამკვიდრებას ცდილობენ. ბევრი მშობელი ამის წინააღმდეგ გამოდის“, – განაცხადა ფონდ „ქორწინებისა და ოჯახისთვის“ წარმომადგენელმა ნორბერტ ნოიხაუსმა.
რაც შეეხებათ ლგბტ აქტივისტებს, ისინი სკანდირებდნენ: „შუა საუკუნეებში გვაბრუნებთ? არა, მადლობა!“. აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალზე აგრესიულად იყო განწყობილი და ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ. ამ პირთა წინააღმდეგ სამართადამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები