ინგრედიენტები: შავი შოკოლადი – 100 გრ; მდუღარე წყალი – 150 მლ; რძე – 600 მლ; შოკოლადი ნაყინი – 200 გრ; შოკოლადის ორცხობილა – გემოვნებით.
მომზადების წესი: 80 გრ შოკოლადს მდუღარე წყალი დავასხათ და მიქსერით ავთქვიფოთ. დარჩენილი შოკოლადი კი სახეხზე გავხეხოთ. შემდეგ ნაყინი დავუმატოთ და ისევ ავთქვიფოთ. მიღებული კოქტეილი ჭიქებში ჩავასხათ, გახეხილი შოკოლადი მოვაყაროთ და შოკოლადის ორცხობილა ჩავდოთ.