შიშველი ჟურნალისტები უკეთ მუშაობენ (ფოტოკოლაჟი)
სან-ფრანცისკოში, ონლაინ გამოცემა The Bold Italic-ის თანამშრომლებმა კოლეგებისგან განსხვავებულობა გადაწყვიტეს. მიღებული გადაწყვეტილებით, შთაბეჭდილების მოხდება არ გასჭირვებიათ.
მთელი მარტის განმავლობაში, რედაქციის ჟურნალისტები სამუშაო ოთახში შესვლამდე, ტანსაცმელს გარდერობში ტოვებდნენ და სამუშაო ფუნქციებს სრულიად შიშვლები ასრულებდნენ.
ერთადერთი ჩაცმული თანამშრომელი, ფოტოგრაფი იყო, რომელსაც შიშველი მკერდის გამოსახულებიანი მაისურის ჩააცმა აიძულეს. ფოტოების მიხედვით, ის ამ გადაწყვეტილებით ბედნიერი ნამდვილად არ ჩანს.
ექსპერიმენტის პირველი-ორი დღე, უხერხული და დაძაბული აღმოჩნდა. მაგრამ მესამე დღეს თანამშრომლებმა აქტიური კომუნიკაცია დაიწყეს.
The Bold Italic-ის თანამშრომელთა განცხადებით, „გენიტალიების გათავისუფლებით, საკუთარ გონებასაც ათავისუფლებ, რაც პროდუქტიულობას ზრდის და ახალი იდეების გენერირებას უწყობს ხელს.“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ აუცილებელია ყველა კომპანია, თუნდაც ერთი კვირიც გაშიშვლდეს.