შვეიცარიელი პილოტი საცობში მოყვა და მგზავრები ალპებში გაასეირნა

შვეიცარიული ავიაკომპანიის „Swiss International Air Lines“ პილოტმა, რომლის ბორტიც საცობში მოყვა, მგზავრებს ალპებში ექსკურსია მოუწყო.
მოგვიანებით, მგზავრებმა სოციალური ქსელები შთამბეჭდავი ფოტოებით „ააფეთქეს“ და ავიაკომპანიის მიმართ მადლიერების სიტყვები არ დაიშურეს.
თვითმფრინავი ბარსელონიდან ციურიხში მიფრინავდა, თავდაპირველად ფრენა სტანდარტულად მიმდინარეობდა. თუმცა, კლოტენის საერთაშორისო აეროდრომთან მიახლოებისას, თვითმფრინავი საცობში მოხვდა. იმის მაგივრად, რომ სხვა ბორტების დასხდომის მოლოდინში ყოფილიყო და წრეზე გაუთავებლად ეფრინა, ამ თვითმფრინავის პილოტმა ორიგინალური გამოსავალი მოიფიქრა. მან მგზავრებისთვის ალპების შთამბეჭდავი მწვერვალების ჩვენება გადაწყვიტა. „ძვირფასო მგზავრებო, მოდი, არ დავკარგოთ დრო და ვნახოთ ის საუკეთესო რამ, რაც შვეიცარიაში არსებობს.“-ასე მიმართა ხმამაღალი კავშირის მეშვეობით ასობით მგზავრს პილოტმა. შედეგად, მათ მატერჰორნის, აიგერის, იუნგფრაუს მთების და მყინვარის შესანიშნავი პანორამის ნახვის შანსი მიეცათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები