უცნაური მოვლენა შვეიცარიაში – ქალაქ ოლტენის მაცხოვრებლებმა დაინახეს, თუ როგორ წამოვიდა ციდან კაკაოს ფხვნილი „წვიმად“. უცნაური მოვლენის შედეგად დაიფარა სახლები, გზები და მანქანები.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მომხდარის მიზეზი საკონდიტრო Lindt & Sprüngli-ზე ტექნიკური გაუმართაობა გახდა. როგორც ცნობილი გახდა, ქარხნის სავენტილაციო სისტემაში ხარვეზი დაფიქსირდა და ქარმა კაკაო მთელ ოლქს მოაფრქვია.
კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ ქალაქს „კაკაოს ნადებისგან“ გაათავისუფლებს.