როგორც ჩანს, შეთქმულების თეორია სახელმწიფოების მიერ ადამიანის ტოტალური კონტროლის შესახებ, პროგრესულ შვედებს სულაც არ ადარდებთ. ცოტა ხნის წინ, 3,5 ათასი შვედი ჩაეწერა ნებაყოფლობითი ჩიპირების პროცედურაზე. მათი აზრით, კანქვეშა ჩიპი, რომელიც სპეციალური პისტოლეტის მეშვეობით დიდ და საჩვენებელ თითს შორის ინერგება, მათ ყოფას უფრო გაამარტივებს. მათი მოსაზრების მიზეზი ის არის, რომ ჩიპი აერთიანებს მეტროს, მატარებლის ბარათის, ოფისის საშვს და ბინის გასაღების მონაცემებს.
პროგრესული შვედების უმრავლესობა ტრანსჰუმანისტია. მათ სწამთ, რომ მეცნიერების და ტექნიკის მიღწევებს ძალუძთ ადამიანები იმ წინაღობებისგან იხსნან, რომლებიც ჯანმრთელობასთან, ყოფით პრობლემებთან არის დაკავშირებული.
ლუნდის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ჩიპირება რიგითი შვედებისთვის გახსნის გზას „ციფრულ ეპოქაში“ და მნიშვნელოვანწილად დააჩქარებს ეკონომიკის ტემპს. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ შვედების რწმენა, ციფრული ტექნოლოგიების მიმართ, დაეხმარება მათ პრინციპულად ახალი სამყაროს შექმნაში. ამ სამყაროში ბევრად უფრო გამარტივდება ყოველდღიური ოპერაციების და პროცედურების შესრულება. ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორ მოა პეტერსენს მიაჩნია, რომ სულ რაღაც ორი წლის შემდეგ გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ჩიპის გაკეთების სურვილი ექნებათ, ხოლო ამ ასწლეულის შუა წლებში შვედეთი შეიძლება გახდეს პირველი სრულიად ციფრული სახელმწიფო.
სხვა სიახლეები