შეკვეთილში გამორიყულ დელფინს დაზიანებები ფრინველების ან სხვა ძუძუმწოვრების მიერ აქვს მიყენებული

სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა შესაბამისმა კვლევამ აჩვენა, რომ დელფინს ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა რაიმე საგნით დაზიანება არ აღენიშნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 25 თებერვალს, მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინი ჩანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველი ვიდეოში აღნიშნავს, რომ დელფინი ტყვიით არის მოკლული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს გურიის პოლიციის სამხარეო სამმართველოს დაბა ურეკის განყოფილების თანამშრომლებმა ერთობლივად დაათვალიერეს სანაპირო ზოლი, სადაც მკვდარი დელფინი გამოირიყა. სსიპ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დახმარებით, დელფინის გვამი გადატანილი იქნა ბათუმის დელფინარიუმში. სპეციალისტების დასკვნით, დაზიანებები მიყენებულია ფრინველების ან სხვა ძუძუმწოვრების მიერ, შესაბამისად, სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. დელფინის გვამის განადგურება მოხდება სათანადო წესით.
ცნობისათვის, შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინების გამორიყვა ხშირი მოვლენაა, მხოლოდ 2018 წელს, დაახლოებით 110-120 მკვდარი ძუძუმწოვარი იქნა ნანახი.

კომენტარები

სხვა სიახლეები