2 წლის ანიტა ფაცაცია გასული წლის მიწურულს გარდაიცვალა. პატარა გოგონამ შეძლო მთელი ქვეყნის გაერთიანება. გადაცემაში “ბაიასთან” გოგონას დედამ, მარიკო სადრაძემ მომხდარი გაიხსენა და ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა:
ის თანხა კი, რაც ანიტას ჯანმრთელობისთვის მოგროვდა, ახლა სხვა ბავშვების გამოჯანმრთელებას ხმარდება.
“ყოველდღე მაქვს შეკითხვები, ვეძებ ამ შეკითხვებზე პასუხებს. ხან ვპოულობ, ხან ვერ ვპოულობ. ვეძებ პასუხს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი.
რა თქმა უნდა, მომწონს ის იდეა, რომ ანიტა განსხავებულია, რაღაცით განსაკუთრებულია. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ ამის მთავარი მიზეზი იყვნენ ის ადამიანები, ვინც ჩემ ზურგს უკან დგანან.
სასწაულია, რომ მეგობრობამ და ამ სიყვარულმა შეძლო ის, რომ მთელი საქართველო ერთ გუნდად გააერთიანა. ერთ მხარეს ვიბრძოდით ყველა, ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ.
საორიენტაციო თანხა იყო 300 ათასი ევრო. ლარებზე რომ გადაგვეყვანა, დაახლოებით, მილიონზე იყო საუბარი და ამ ყველაფრის მობილიზება მოვახერხეთ.
როცა მივხვდი, რომ ვერ იყო კარგად ჩვენი საქმე, ჩემს მეგობრებს გავუგზავნე ხმოვანი შეტყობინება – მეგობრებო, უნდა დამეხმაროთ, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ თანხის მობილიზება. მითხრეს – ნუ გეშინია, ჩვენ აქ ვართო”, – აღნიშნა მარიკო სადრაძემ.