ყველის კრემ-სუპი შაშხით

ინგრედიენტები:ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი – 1 ლ.; ხახვი – 350 გრ.; კარტოფილი -1/2 ც.; რძე – 300 მლ.; მდოგვი – 1 ს/კ.; გახეხილი ჰოლანდიური ყველი -140 გრ.; შაშხი – 150 გრ. ; შაშხი ბეკონი – 150 გრ.; მუსკატის კაკალი და მწვანე ხახვი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი ადუღებამდე მივიყვანოთ, დაუმატეთ ხახვი, კარტოფილი, მუსკატის კაკალი და ვადუღოთ 20 წუთის განმავლობაში. მომზადებული წვნიანი დავაბლენდეროთ, დავუმატოთ რძე, მდოგვი, გახეხილი ყველი. კრემ-სუპს ზემოდან დაჭრილი შაშხი, ბეკონი, მწვანე ხახვი და გახეხილი ყველი მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები