ყველის ბურთულები

ინგრედიენტები:
ყველი მაცარელა – 500 გრ.
პარმენაზი – 3 ს/კ.
კვერცხი – 1 ცალი,
ფქვილი – 100 გრ.
ორეგანო – 0,5 ჩ.კ. საფანელი, ზეთი.

მომზადების წესი: მაცარელა, პარმეზანი და კვერცხი ერთმანეთს შევურიოთ. ფქვილი და ორეგანო დავუმატოთ და ცომი მოვზილოთ. შემდეგ ცომისგან ბურთები გავაკეთოთ, საფანელში ამოვავლოთ და მაცივარში 30 წუთით მოვათავსოთ. ადუღებულ ზეთში ყველის ბურთები ჩავყაროთ, დავტოვოთ მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები