დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის შეჩერება მოსახლეობაზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად დაიცავენ წესებს:
„ჯერჯერობით, ძალიან კარგად თანამშრომლობს მოსახლეობა. იცით, რომ ჩვენი ჯგუფები იქ მუშაობენ და კარგია მოსახლეობის გამოძახილი – მოდიან ადამიანები, იკვლევენ. თუ არავითარი პრობლემა არ იქნება მოსახლეობის მასობრივ კვლევებთან დაკავშირებით, არ გახდება საჭირო რეჟიმის გამკაცრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, ყველა ადამიანმა უმარტივესი წესები დაიცვას, რაც დარჩა. მოგეხსენებათ, რომ, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა დარჩა გაუხსნელი ბიზნესი. აგერ, ქორწილებიც არის დაშვებული, მაგრამ ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, კორონა არ გაჩერდება.
შანსი არის ერთი – ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, არაფერი დაიკეტება“, – აცხადებს იმნაძე.