ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მოდელები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან მუშაობენ

მსოფლიოს წამყვან სამოდელო სააგენტოებთან ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქართველი მოდელი თანამშრომლობს. ქართველი ლამაზმანების გარეგნობა შეუმჩნეველი არც უცხოურ პრესას და წამყვან დიზაინერებს რჩებათ, შესაბამისად, ისინი ხშირად ხვდებიან წამყვანი ჟურნალების ფურცლებზე.

kristina tsirekidze 24
ქრისტინა ცირეკიძე
ქრისტინა ცირეკიძის შესახებ, საქართველოში თითქმის არაფერი იციან. 31 წლის მოდელი რუსეთში დაიბადა. თუმცა ყველგან ამბობს, რომ ის ქართველია. ქრისტინა ევროპის და ამერიკის სამოდელო ბიზნესში ერთ-ერთ წამყვან მოდელად ითვლება. თანამშრომლობს მიუნხენის, პარიზისა და ამერიკის სააგენტოებთან. Chanel, Comme des Garcons, Emanuel Ungaro, Calvin Klein, Cerruti, D&G, Fendi, Genny, Givenchy, Gucci, Cacharel, Carolina Herrera, Alexander McQueen, – ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ჩვენებებშიც ქართული წარმოშობის მოდელი 2000 წლიდან იღებს მონაწილეობას. სამოდელო კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო, როცა დედასთან ერთად მოსკოვში მოდის სკოლის ჩვენებაზე სტუმრად იმყოფებოდა. გადაღებულია ფილმში ‘Double Zero’. 2000 წელს Numéro France-ს, 2008 წელს Elle Slovenia-ს, ხოლო 2011 წელს Votre Beauté France-ს ყდაზე მოხვდა.
74c7613f2c.images.new_photo.advert-folder.ziziguri

ქრისტინე ძიძიგური

ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური “კრისტიან დიორის” ერთ-ერთი პარფიუმერული ხაზის სახეა. ფრანგული სააგენტო “ელისეს” წარმომადგენლებმა ქრისტინე თბილისში შენიშნეს და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ქრისტინეს ევროპაში კარგი კარიერა ჰქონდა, დიდი პერსპექტივებით, თუმცა მოულოდნელად პრინც ხუანზე იქორწინა და დროებით სამოდელო საქმიანობას ჩამოშორდა.
37975960df81a7c517a7199a9370e492
ანნა ახვლედიანი
ქუთაისელი მოდელის, ანნა ახვლედიანის სილამაზემ დაახლოებით ერთი წლის წინ მთელი ქვეყანა აალაპარაკა. ის Brave Models Management-ის მოდელია და ამჯერად იტალიაში ცხოვრობს. ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებენ. “ვოგის” ფოტოგრაფმა ნიკოლო ბორისოვმა ანა “D&G” სარედაქციო სტატიისთვის გადაიღო. ის პროფესიით იურისტია. ანა მისმა მენეჯერმა, გიორგი პაპიძემ აღმოაჩნა. ანა ვერასდროს წარმოიდგენდა მოდელობას, თუმცა ბებიის თხოვნით, კასტინგზე მაინც გავიდა და წარმატებასაც მიაღწია. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
q5u6inthmdu11t22zn
ელენე მახარაშვილი
ქართველ მოდელს ელენე მახარაშვილს  უცხოეთში ელენსიოს სახელით იცნობენ. ელენე ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მეშვეობით მოხვდა საზღვარგარეთ. ელენე ტოკიოს და პარიზის სამოდელო სააგენტებთან თანამშრომლობს. ის წამყვანი მოდის ჟურნალების ფურცლებზეც მოხვდა და წამყვან დიზიანერებთანაც თანამშრომლობს.

ba94dc9ae2.images.new_photo.advert-folder.pleshakova

ვიკა პლეშაკოვა

ვიქტორია პლეშაკოვას ამერიკაში წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. 15 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი “მეტროპოლიტენ მოდელ ეიჯენსთან”, რომელიც ამერიკაში წამყვანი სამოდელო სააგენტოა. იქიდან სამუშაოდ “ელიტში” გადავიდა. პლეშაკოვას 50 ბრენდის ფოტოსესიაში თუ ჩვენებაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მათ შორის არის “შანელი”, “ეივონი”, “პანტენი” და ა.შ. მონაწილეობას იღებს ნიუ-იორკის და მაიამის მოდის კვირეულებში.

tako nacvlishvili modeli

თაკო ნაცვლიშვილი
ქართველი ლამაზმანი, 15 წლის თაკო ნაცვლიშვილი Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მოდელია. ის ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული და ახლა დედის კვალს მიყვება. თაკო ცნობილი მოდელის და სამოდელო სააგენტო Model Look-ის დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია. მისი უცხოური კარიერა ჰონგ კონგში დაიწყო და მალევე ევროპაში გადაინაცვლა. ამ დროისთვის მოდელის პორტფოლიოში შედის ნამუშევრები მსოფლიოში განთქმულ ბრენდებთან, როგორებიცაა Vera Wang, Louis Vuitton, Calvin Klein, D&G, Dior, French Connection, Vivienne Westvood და 5cm.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები