ადრიანა ლიმამ „Victoria’s Secret” დატოვა. მოდელმა ბოლოჯერ მოირგო ყველაზე საკულტო „ანგელოზის“ ფორმა –მან პოდიუმზე ორი ლუქი წარადგინა.
ყოველწლიური შოუს ფინალამადე რამდენიმე წუთით ადრე ლიმამ ცრემლები ვერ შეიკავა. კომპანიის მესვეურებმა მას “ყველა დროის საუკეთესო ანგელოზი” უწოდეს და პოდიუმიდან მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილეს.
„Victoria’s Secret” -ის დატოვების გადაწყვეტილება ლიმამ “ინსტაგრამის” პირად გვერდზე გაახმოვანა.
„ვიქტორია”, მადლობელი ვარ, რომ სამყარო მაჩვენე, საიდუმლოებებს მიზიარებდი და ყველაზე მთავარი – უბრალოდ ფრთები კი არ მომეცით, არამედ ფრენა მასწავლეთ“, – წერს ლიმა “ინსტაგრამზე” და სხვადასხვა წლებში თავისი შთამბეჭდავი გამოსვლების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
იმის შესახებ, რომ ადრიანა ლიმა თავის „ანგელოზურ“ ფრთებთან დამშვიდობებას გეგმავდა, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, თუმცა გადაწყვეტილება მოდელმა მხოლოდ ახლა გაახმოვანა.
Victoria’s Secret Fashion Show–ზე ლიმას დებიუტი 1999 წელს შედგა. მას მერე ის ამ ბრენდის უკლებლივ ყველა შოუში იღებდა მონაწილეობას და მოდის წარმოდგენების ერთ–ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკლავის ტიტულს ინარჩუნებდა.
სხვა სიახლეები