ყაზახი ბოდიბილდერი კორონავირუსის გამო საყვარელ სექს–თოჯინაზე, რომელიც დეკემბერში დანიშნა, ვერ ქორწინდება
ყაზახი ბოდიბილდერი იური ტოლოჩკო, რომელიც სექს–თოჯინაზეა შეყვარებული და ის რამდენიმე თვის წინ დანიშნა, კორონავირუსის გამო ვერ დაქორწინდა. ამის შესახებ მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მეგობრებო, ქორწილი გადაიდო. კარანტინის გამო. როგორც კი კარანტინი დასრულდება ქორწილი იქნება. დადებითად ვართ განწყობილნი“, – წერს ტოლოჩკო.
პოსტი ქორწილის გადადების შესახებ ტოლოჩოს საყვარელი „ქალის“ მარგოს Instagram–ექაუნთზეც გამოჩნდა.
სექს თოჯინა მარგო ძალიან სოციალური „პიროვნებაა“. მას საკუთარი „ინსტაგრამ“–გვერდი აქვს და დიდი ხანია თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებს აქვეყნებს. ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ტოლოჩკომ მარგო დანიშნა.
სექს თოჯინა მარგო ძალიან სოციალური „პიროვნებაა“. მას საკუთარი „ინსტაგრამ“–გვერდი აქვს და დიდი ხანია თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებს აქვეყნებს. გასული წლის დეკემბერში, ტოლოჩკომ მარგო დანიშნა.