იჟევსკის მცხოვრებმა 23 წლის მამაკაცმა, საქართველოში დასასვენებლად გადაწყვიტა ჩამოსვლა, მაგრამ საკუთარი პასპორტი არ ჰქონდა. მან გამოსავალი იპოვა და ძმის საბუთები მოიპარა, ხოლო იმისთვის, რომ საზღვარზე ბევრი კითხვა არ გასჩენოდათ, თოვლის ბაბუის ფორმა ჩაიცვა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ტყუილი მაინც გამოაშკარავდა. ყაზანის აეროპორტის მესაზღვრეებმა გაარკვიეს, რომ ყაზანი-თბილისის მგზავრს წარმოდგენილი პასპორტი არ ეკუთვნოდა.