ყავა – ჩვენი ყოველდღიური, “ღვთიური სასმელი”

ბევრი ჩვენგანის დილა იწყება ყავით – სასმლით, რომელზეც უარის თქმა ძალიან გვიჭირს. ზოგჯერ, თუკი გვეჩქარება და ვერ ვასწრებთ დილით ყავის საჭირო დოზის მიღებას, გვგონია, რომ ყველაფერი რიგზე არაა და დანაკლისის გრძნობა გვიჩნდება.
მერე გავრბივართ სამსახურში და კარის გაღებისთანავე გვახსენდება პირველი – დასაბანი ხელები და მეორე – არომატული სასმელი, რომლის დაგემოვნებისთანავე ვხვდებით, რომ ჩვენი სამუშაო დღე უკვე დაიწყო.
არსებობს მეორე შემთხვევაც: დილით ვასწრებთ ყავის დალევას, ვაყოლებთ საყვარელ საუზმეს, დროულად მივდივართ სამსახურში და კარის გაღებისთანავე გვახსენდება პირველი – ხელების დაბანა და მეორე – არომატული სასმელი.
შუადღით, საქმეში ჩაფლულებს თანამშრომლის მიერ მომზადებული ყავის სუნი რომ მოგვდის, ტვინში მაშინვე გვიჩნდება სიგნალი, რომ ავდგეთ, მივიდეთ გაზქურასთან ან აპარატთან და მივირთვათ “ჩვენი ღვთიური სასმლის” შუადღის დოზა.
საღამოს, ენერგიით ავსებულები და შრომისთვის გაორმაგებული ძალებით მომზადებულები, თან კარგად დანაყრებულები, ვხვდებით, რომ რაღაც გვაკლია. შესაძლოა, ტელეფონი დაგვრჩა დასატენი, ან სალათს აკლდა მარილი, ან შვილი დაგვრჩა ბაღიდან გამოსაყვანი. ამ დროს ტვინში ისევ გვერთვება სიგნალი, რომელიც, პირდაპირ სამზარეულოს ან ყავის აპარატის გზისკენ მიმავალ გზაზე მიგვითითებს. აი, აქ უკვე ყველა პრობლემა გადაჭრილია, შვილიც სახლშია და ტელეფონიც სახლამდე გაძლებს. სალათს მოკლებული მარილი აღარ გაგვასუქებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები