რუსი ტელეწამყვანი და სკანდალური ვარსკვლავი, ქსენია სობჩაკი მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა.
„დიახ, მართალია. ქსენია მეორე შვილს ელის. ჯერ ორსულობის დასაწყისია. სხვა კომენტარისგან თავს ვიკავებთ”, – განაცხადა კირილ სუხანოვმა.
სობჩაკი და მისი მეუღლე, მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი უფროს შვილს – პლატონს ზრდიან, ის ნოემბერში ორი წლის გახდება.
ტელეშოუს „სობჩაკს ცრემლების არ სჯერა“ გადასაღებ მოედანზე სობჩაკის თანამშრომლები, კულუარულ საუბრებში მედიასთან, ამბობენ, რომ ქსენიას ორსულობა უკვე შესამჩნევი გახდა.
სხვა სიახლეები