“ქრისტე მართლაც ჭეშმარიტად აღდგა და გაოგნებული გვიყურებს” – ნინია კაკაბაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ახლადარჩეული წევრი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს ათავსებს, რომელიც ცოტა ხნის წინ მის მიერ გამოქვეყნებულ სურათ უკავშირდება, თითქოსდა ის და გოგი გვახარია პატრიარქთან იმყოფებოდნენ.
როგორც კაკაბაძე წერს, წუხს, რომ ამ “იუმორით განთქმულ” ქვეყანაში, არც ისე ადვილი ყოფილა ხუმრობა. მისივე თქმით სასიხარულოა ისიც, რომ საზოგადოებას ისეთი პატრიარქი სურს, რომელიც ოპონენტს დაელაპარაკება და კრიტიკას არ აკრძალავს.
“- მოკლედ ჩემო მეგობრებო, ვწუხვარ რომ ამ “იუმორით განთქმულ” ქვეყანაში, არც ისე ადვილი ყოფილა ხუმრობა
– ვწუხვარ, რომ სინამდვილეში არავის სწამს პრინციპების და ფიქრობენ რომ “იმან” (ამ შემთხვევაში მნივნელობა არა აქვს, “ის” რომელი იქნება) თუ დაგიძახა, მაშინვე გავარდები.
– მიხარია, რომ გინდათ ისეთი პატრიარქი, რომელიც ოპონენტს დაელაპარაკება, ეტყვის რომ კრიტიკას არ კრძალავს და პირიქით უხარია. მეც მინდა ქვეყნისთვის ასეთი სულიერი წინამძღოლი
– გამოჩნდა რომ ფეიკ ნიუსებზე, კიდევ და არა ერთი ტრეინინგია ჩასატარებელი. ასე ავრცელებს რუსეთი და მისი დაქვემდებარებული მედია “ნიუსებს”.
– და ბოლოს, ქრისტე მართლაც ჭეშმარიტად აღდგა და გაოგნებული გვიყურებს”,-წერს ნინია კაკაბაძე ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები