“ქრისტე აღდგა, მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი” – ნანა კოსტავა სტატუსს აქვეყნებს

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სტატუსი გაავრცელა, რომლითაც თავის “ფეისბუქმეგობრებს” მიმართავს.
“ქრისტე აღდგა, მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი ნამდვილი მეგობრების აღმოსაჩენად. ბევრ რამეზე დავფიქრდი, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამე გავაანალიზე!”, – წერს ნანა კოსტავა.
ნანა კოსტავას სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა გამოიყენა, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. დეპუტატი მალევე ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს და გენდერული საბჭოდან გარიცხეს, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია კი თანამდებობიდან მის გადადგომას მოითხოვს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები