„ჩადება კაცობრიობისთვის არ არის უცხო, ქრისტეს, თავის დროზე, ჩაუდეს ფულით სავსე ქისა და ისე დაიჭირეს“ – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა კოტე იოსელიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩადება კაცობრიობისთვის არ არის უცხო, ქრისტეს, თავის დროზე, ჩაუდეს ფულით სავსე ქისა და ისე დაიჭირეს. არ არის ახალი ამბავი“ – განაცხადა კოტე იოსელიანმა.
პოლიტიკოსის აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებლების მხრიდან განხილვის საგნად იქცა. კოტე იოსელიანის განცხადებიდან ის ნაწილი, სადაც ის ქრისტესთვის ფულით სავსე ქისის ჩადებაზე საუბრობს, ე.წ. ქოუბის სახითაც გაკეთდა.
„კვირა +“ დაინტერესდა, როგორ აფასებს კოტე იოსელიანი აღნიშნული განცხადების თაობაზე გამოხატულ რეაქციას, თუმცა პოლიტიკოსმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.