„ქმარმა მარიხუანა მომაწევინა და დავშორდი“

„პრაიმტაიმის“ ფეისბუქგვერდზე მოვიდა წერილი ქალისგან, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა გვთხოვა. გთავაზობთ წერილს უცვლელად.
„ამ წერილზე ალბათ ბევრი ახალგაზრდა გაიცინებს, დამცინებენ ქალები, რომლებიც ბევრ რამეს ითმენენ ოჯახის შესანარჩუნებლად, მაგრამ მე მაინც მინდა მოვყვე. დღემდე მგონია რომ სწორად მოვიქეცი.
მეც ვითმენდი. ვითმენდი, რომ თვითონ ეწეოდა. მაგრამ როცა უკვე ჩემზე მიდგა ჯერი ვერ ავიტანე. ჩავთვალე, რომ აღარ ვუყვარდი. ამიტომაც გამიბედა ის რაც გამიბედა. სიგარეტს ვეწეოდი, მაგრამ მარიხუანა არასდროს მქონდა გასინჯული. დიდხანს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. მისი ძმაკაცების ცოლები ეწეოდნენ და ეტყობა ჩათვალა, რომ მეც უნდა გამესინჯა. ვერაფერი ვიგრძენი. ერთადერთი რაც მოვახერხე, ჩემოდანი ჩავალაგე და წავედი. მეხვეწებოდა დარჩიო, მაგრამ ჯიუტად ჩემსას ვიმეორებდი. აღარ გიყვარვარ და ამიტომ მომაწევინე ეს საზიზღრობა-მეთქი. ჩემი ქმრის ბებია, რომელსაც ძალიან ვუყვარდი, იატაკზე დაწვა. გადამაბიჯე და ისე წადიო. მან არ იცოდა ჩვენი ჩხუბის მიზეზი. საწყალი, ასთმიანი იყო. არ მომერიდა, გადავაბიჯე ჩემოდნებით, გავიყოლე ორი მცირეწლოვანი შვილი და წავედი. მას მერე 25 წელი გავიდა. მე ისევ მარტო ვარ ჩემს პრინციპებთან და ისევ მგონია რომ სწორად მოვიქეცი“.
პ.ს. მკითხველს: მოგვწერეთ თქვენი ცხოვრების საინტერესო ისტორიები. შესაძლოა თქვენი წერილიც მოხვდეს ჩვენს საიტზე.

წყარო: http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები