ქვეყნები, სადაც რუსი ტურისტები არ უყვართ

რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ – „ტოპ ნიუსმა“ ის სამი ქვეყანა დაასახელა, სადაც რუსი ტურისტები განსაკუთრებით არ უყვართ.

ჩამონათვალშია ინდოეთი, გოა – სადაც რუსებს ინდოეთში რუსული ბიზნესის მიგრაციის გამო არ უყვართ. ყოველწლიურად რუსი მეწარმეები ინდოეთში მომსახურების სფეროს იკავებენ. გოაში მიიჩნევენ, რომ რუსები არალეგალური ბიზნესითა და დანაშაულებრივი ქმედებით არიან დაკავებულნი. შესაბამისად, როდესაც შტატში რუსი ტურისტების მორიგი ჯგუფი ჩადის, მათ არც ისე სიამოვნებით ხვდებიან.

საფრანგეთი, კურშევილი – ალპური კურორტი, რუსი ოლიგარქების დასვენების საყვარელი ადგილი. რუსები ამ კურორტზე ისეთი სიხშირით ჩადიან, რომ ფრანგები „რუსეთის სეზონზე“ – რომელიც ახალ წელზე და მარტის არდადაგებს ემთხვევა, კურშევილში აღარ ჩადიან. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ რუსებმა მათ კურშევილი წაართვეს.

დნესტრისპირეთი – აქ რუსეთს ოკუპანტად მიიჩნევენ. რუსები არ უყვართ ლიტვაში, ლიეტუვასა და ესტონეთში. ბევრი ტურისტი ამბობს, რომ, როდესაც რუსულ ენაზე იწყებს საუბარს, მათ არასასიამოვნოდ უყურებენ. შესაბამისად, მათ ინგლისურ ენაზე უწევთ საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, კვების ობიექტში დიდი ხნით ლოდინი უწევთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები