ბჰუტანიში — ხელისუფლების მთავარ მიზანს ქვეყნის თითოეული მოქალაქის გაბედნიერება წარმოადგენს, ეს კონსტიტუციის მე-9 მუხლშია გაწერილი.
2008 წელს შეიქმნა ”საყოველთაო ბედნიერების სახელმწიფო კომისია” (Gross National Happiness Commission) რომელსაც თავად პრემიერი ხელმძღვანელობს. მოსახლეობის აღწერისას მოქალაქეებს კითხვას უსვამენ: ” ხართ თუ არა ბედნიერი?” 2005 წელს, უკანასკნელი აღწერისას მოსახლეობის 45.2%-მა ამ კითხვას გასცა პასუხი ” ძალიან ბედნიერი ვარ”, 51.6%-მა — ”ბედნიერი ვარ”, და მხოლოდ 3.3%-მა — ”არც თუ ისე ბედნიერი ვარ”.
ბჰუტანში მთლიანი შიდა პროდუქტის ცნება შეცვლილია უფრო შესაფერისი ინდიკატორით — ”მთლიანი ეროვნული ბედნიერებით”. ეს გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს, ამგვარად, ადამიანების გაბედნიერება ეროვნული პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს.
ბჰუტანი მართლაც საოცარი ქვეყანაა, სადაც არ არის შიმშილი და კრიმინალი, სადაც ხალხი ლაღად ცხოვრობს და არ იცის, რა არის ომი და სიღარიბე. ბჰუტანელები ძალიან სტუმართმოყვარეები და გახსნილები არიან და უფრთხილდებიან თავიანთ უნიკალურ კულტურას.
აქ ცხოველების დახოცვა აკრძალულია, ამიტომ, თითქმის ყველა ვეგეტარიანელია. იკრძალება ქიმიური სასუქის შეტანა, ამიტომ, რასაც კი ამ მიწაზე აწარმოებენ, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. არ იჩეხება ტყეები, პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხე დაირგოს.
წყარო:http://www.jolo.ge