“ქვეყანა კვლავ არ შესულა პიკის პერიოდში…სტატისტიკა უკვე მიუახლოვდა შემაშფოთებელ ნიშნულს” – ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ქვეყანა კი ჯერ პიკის რეჟიმში არ შესულა:
„არსებულ პერიოდში აღინიშნება შემთხვევების მკვეთრი მატება, სტატისტიკა უკვე მიუახლოვდა შემაშფოთებელ ნიშნულს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში უკვე გვყავს, 70000-მდე ინფიცირებული და მათგან, დაახლოებით, ნახევარზე მეტი განკურნების პროცესშია. მნიშვნელოვანი ნაწილი კი კლინიკებში იმყოფება. ზრდის ფონზე, ქვეყანა კვლავ არ შესულა პიკის პერიოდში.
არსებული შემთხვევები შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, უფრო ნაკლებია თითქოს პაციენტთა სიმძიმე“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.