ქეთი მელუა – “ვერ ვიჯერებ, რომ ეს დღე როგორც იქნა დადგა”

ინგლისში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ახალი  ალბომის შესახებ წერს, რომელიც საქართველოში ჩაწერა.
“ვერ ვიჯერებ, რომ ეს დღე როგორც იქნა დადგა. ალბომი, სახელწოდებით In Winter (ზამთარში) უკვე გაყიდვაშია! ის ჩემ სამშობლოში, საქართველოში ჩავწერე შესანიშნავ გორის ქალთა ანსამბლთან ერთად. ერთი სული მაქვს, როდის მოისმენთ ჩემს ახალ კომპოზიციებს”, – ნათქვამია მელუას პოსტში.

კომენტარები

სხვა სიახლეები