A-STUDIO-ს ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია უკვე თბილისშია. ტელეკომპანია „იმედმა“ მუსიკალური კონკურსის – „VOICE“ პირველი ტურის წინასწარი ჩაწერები უკვე დაიწყო. პოპულარული მომღერალი მუსიკალურ პროექტში მონაწილეობს და 4 წევრისგან დაკომპლექტებული ჟურიდან ერთ-ერთია. ჟიურის შემადგენლობაში მასთან ერთად, მომღერალები – ნუცა შანშიაშვილი, ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილი არიან. პროექტის ახალი სეზონი „იმედის“ სატელევიზიო ბადეში ოქტომბრიდან ჩაეშვება.
ქეთა თოფურიას თბილისური ფოტოები „FACEBOOK”-ში, მომღერლის მეგობრების პირად გვერდებზე გავრცელდა.