ქეთა თოფურიას პირველი კომენტარი გუფისთან რომანის შესახებ

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქეთა თოფურიას და გუფის შესაძლო სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბრობენ. მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მათ შორის გრძნობები საერთო კლიპის გადაღების შემდეგ გაჩნდა.
ცოტა ხნის წინ, წყვილი ინსტაგრამზე ტაილანდიდან გავრცელებულ ფოტოებს ათავსებდა, თუმცა ცალ-ცალკე.
ქეთა თოფურია OK!-ის რუსული გამოცემის მარტის გმირი გახდა და კითხვაზე, თუ რა აკავშირებს რეპერთან – მეგობრობა თუ სიყვარული, გულწრფელი პასუხი გასცა.
“რა თქმა უნდა, როცა ინტერნეტში რაიმეს ვათავსებთ, გვესმის, რომ ამას რეზონანსი მოყვება. ჩვენ ვთამაშობთ. ჩვენ პროვოკაციას ვეწევით. ზოგადად, იქამდე, სანამ გავთხოვდებოდი, პირადი ცხოვრების შესახებ არაფერს ვყვებოდი. მაშინ უამრავ რომანს მაწერდნენ – მეგობრებთან, მამაკაცებთან, რომლებსაც ქალები საერთოდ არ აინტერესებთ და აშ. ახლა ქმარს დავშორდი და პირად ცხოვრებაზე კვლავ არაფერს ვსაუბრობ. ყველა ხედავს იმას, რისი დანახვაც სურს.”

წყარო:https://digest.pia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები